суббота, 15 ноября 2008 г.

მე ვარ თეა ადამია, ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელი. მონაწილეობა მივიღე GEARN  საქართველოს საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის მიერ ჩატარებულ ტრენინგში. გავეცანი დამტკიცებულ პროექტებს. დამაინტერესა პროექტმა "ხაჭაპური" და გადავწყვიტე განმეხორციელებინა ჩემს მოსწავლეებთან ერთად.
ეს ჩვენა ვართ, ჩვენი ქალაქისათვის საამაყო დადიანების სასახლის ფონზე

შემოგთავაზებთ ერთ ლეგენდას 

სამეგრელოში ჩამობრძანდა მეფე. დიდებულები მას დიდი პატივისცემით შეხვდნენ. ორდღიანი ქეიფის შემდეგ, მეფემ ისურვა გლეხის ოჯახს სტუმრებოდა. ცხენზე ამხედრებული მეფე და დიდებულები მასპინძელმა შინ შეიპატიჟა. დიასახლისი დაბნეული იყო, არ იცოდა რითი გამასპინძლებოდა მეფეს და მის მხებლებს. უნდოდა რაიმე ისეთი შეეთავაზებინა რას ჯერ ნანახი და განასინჯი არ ჰქონდათ. ამ დროს ღემელში ჰური ცხვებოდა. მას უეცრად ასეთი იდეა მოუვიდა , პურის ცომში ხაჭო ჩადო არომატისთვის და ცომით კარგად დაფარა და გამოაცხო. მეფეს ძალიან მოეწონა, შეაქო და იკითხა ამ მშვენიერი კერძის სახელი. დიასახლისმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და მეფეს უთხრა, რომ ეს იყო „ხაჭაპური,“ რადგან იგი ფაქტიურად ხაჭოიანი პური იყო. დროთა განმავლობაში ხაჭაპური დაიხვეწა და ახლა შიგ დაფშვნილ ყველას ათავსებენ, თუმცა სახელი იგივე შერჩა. მას შემდეგ ხაჭაპური ქართულ ტრადიციულ კერძად იქცა და მას ხშირად ვხვდებით დღესასწაულებზე. იგი თითქმის ყველა ქართულ ტრადიციულ სუფრაზე ძირითადი კერძია და ყველა სიამოვნებით მიირთმევს მას.

ხაჭაპური საქართველოში ყველასათვის საყვარელი კერძია, წარმოუდგენელია ქართული სუფრა ხაჭაპურის გარეშე. ხაჭაპური ჰქვია ყველიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს და კარაქს. შემადგენლობითა და მომზადების წესით ხაჭაპური იტალიურ კალცონეს ჰგავს. 

რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის რამდენიმე სახეობა არსებობს: 
იმერული ხაჭაპური;
მეგრული ხაჭაპური;
აჭარული ხაჭაპური;
სვანური ხაჭაპური;
ბაჭულები - რაჭული ხაჭაპური;
ფენოვანი ხაჭაპური;

 შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:

მეგრული ხაჭაპური







მასალა:
ფქვილი-1კგ
რძის ფხვნილი-200გრ
ზეთი1/2ჭიქა
მარგარინი-200გრ
დროჟი-1ს/კ
მარილი-გემოვნებით
კვერცხი-3ც
ყველი-800-900გ

მომზადება: 
ცომი იზილება
ფქვილით, რძის ფხვნილით, მარგარინით და კვერცხით. ცოტა ხანი უნდა გავაჩეროთ გასაფუებლად. როცა აფუვდება გავაბტყელოთ და ზედ მოათავსეთ ოდნავ მარილიანი დაფშვნილი ყველი. მოვუკრათ თავი ცომს. ზემოდა მოვაყაროთ კრერცხში არეული ყველი და შევდგათ აერღუმელში.

  იმერული ხაჭაპური






მომზადება: 
ცომი იზილება მაწვნით და კვერცხით. ცოტა ხანი უნდა გავაჩეროთ გასაფუებლად. როცა აფუვდება გააბრტყელეთ და ზედ მოათავსეთ ოდნავ მარილიანი დაფშვნილი ყველი. მოუკარით თავი და შედგით აერღუმელში. 
მასალა: 
1 კგ. პურის ფქვილი; 
2 ჩაის ჭიქა მაწონი; 
700-800 გრ. ყველი (თუ ცხიმიანი არ არის დაუმატეთ კარაქი);

 კეცში გამომცხვარი ხაჭაპური




 




მოვზილოთ მაგარი ცომი თბილი წყლით და ფქვილით. ცომი გავჭრათ რამოდენიმე ნაჭრად, გავათხელოთ, დავდოთ ზედ ზემოაღნიშნული წესით მომზადებული ყველი, მოვუკრათ თავი, გავაბრტყელოთ და დავდოთ გახურებულ კეცებზე. კეცები ერთიმეორეზე შევაწყოთ, ზემოდანაც დავახუროთ გაცხელებული კეცი და გამოვაცხოთ.

მ ა ს ა ლ ა :
ფქვილი-- 1 კილოგრამი ყველი--1 კილოგრამი
  კვერცხი--3 ცალი

 აჭარული ხაჭაპური




 

                                                   
 მოვზილოთ საფუარიანი ცომი როგორც ზემოთ არის აღწერილი. სანამ ცომი კარგად აფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2-3
სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე; ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი და ასე ცხელ-ცხელი მივიტანოთ სუფრაზე.

მ ა ს ა ლ ა : ყველის სატენისათვის:
1 ხაჭაპურის ცომისათვის: ყველი--(ხაჭოსთან ერთად)—75 გრამი
ფქვილი-- 100 გრ კვერცხი-- 1-2 ცალი
წყალი (რძე)—50 გრამი კარაქი-- 20 გრამი
 საფუარი-- 2 გრამი  

ოსური ხაჭაპური(ხაბიზგინა) 

მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. როცა გაფუვდება, ამოვაგუნდავოთ, გავაბრტყელოთ, ბლომად დავაყაროთ დაფშვნილი ახალი ოსური ყველი და მოვუკრათ თავი. ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავდოთ ერბო და გამოვაცხოთ ხაჭაპური ორივე მხრიდან, შეწითლებამდე. ამ ხაჭაპურს აქვს არა მრგვალი არამედ ოთხკუთხედი ფორმა. ავიღოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი, გავაბრტყელოთ ოთხკუთხედად. შუაზე მოვათავსოთ კვერცხში არეული დაფშვნილი ყველი, გადავკეცოთ ოთხივე კუთხე კონვერტისებულად. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ გამოსაცხობად აირღუმელში ან კეცზე.

 ფშავ-ხევსურული ხაჭაპური


 დავფშნნად ახალი ყველი, შევაზილიოთ კარაქი და ჩავყაროთ ქოთანში, რომელიც ცეცხლის პირას არის დადგმული. შიგვე ჩავყაროთ ფქვილი და ვზილოთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ამოვიღოთ ჯამზე და ცხელ-ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე.
 ცხელ ხაჭაპურთან შეიძლება მივიტანოთ ცივი რძე.

მ ა ს ა ლ ა:
ყველი--1 კილოგრამი პურის ფქვილი--2 ჩაოს ჭიქა
ერბო ან კარაქი--300 გრამი

ჭვიშტარი 
 
გაცრილ სიმინდის ფქვილში ჩაუმატეთ რძე, მაწონი, კვერცხი და მოზილეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთი დადეთ ტაფაზე, მოაყარეთ 5-6 ჭიქა გახეხილი ყველი. ზემოდან დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი და მოაყარეთ კვერცხისა და გახეხილი ყველის ნარევი და გამოაცხეთ. 

მასალა: 

3 ჭიქა სიმინდის ფქვილი; 
1 ჭიქა რძე; 
2 ჭიქა მაწონი; 
1 კვერცხი; 
5-6 ჭიქა გახეხილი ყველი;

ხაჭაპური ფენოვანი ცომისაგან







                                                          

კვერცხი ავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი,ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400გრ. მარგარინი, გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელთ წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდოთ მაცივარში. 30-40 წთ
შემდეგ გამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორედი ნაწილი. გადავკეცოთ და იმავე დროით შევდგათ მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამედაც. ასეთი ცომი შეგვიძლია შევინახოთ მაცივარში 2-3 დღე. მომზადებული ფენოვანის ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ.ზემოდან წავუსვათ ზეთში ან წყალში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხოობის დროს ცეცხლის სიძლიერე მოვუმატოთ.
  მასალა:
კვერცხი-1  
წყალი-1 ჩ/ჭ  
ძმარი- 3 სადილის კოვზი  
ზეთი-3 სადილის კოვზი
ფქვილი-3 ჩ/ჭ  
 მარგარინი-400გრ
 ყველი-1კგ
კვერცხი 2-3ც

     


 

3 комментария:

Анонимный комментирует...

Nice pages!
we like your blogging style and we want to sponsor your blog.
If you want us to link your blog in our site,
put us in your blogroll and

1.send us your site/blog address;
2.send us a representative image of your blog (if you have one);
3.send us a brief description of your site.

we would be honored to advice your blog on ours!



ilinkyoursite staff
"I link your site"

ხათუნა ციხელაშვილი комментирует...

თეა,
ძალიან კარგი ნამუშევარი, არაჩვეულებრივი რეცეპტები და ლეგენდაც ლამაზი და შინაარსობივათ მიასადაგება სათაურს.
სიმართლე, რომ გითხრა მე ფიზიკის კუთხითაც ველოდებოდი რამეს,შენ ხომ არაჩვეულებრივი სპეციალისტი ხარ ამ დარგში. შენი ლაბორატორიის ნახვის შემდეგ აღფრთოვანებული ვარ შენი შესაძლებლობებით.
დიდი მადლობა მოსწავლეებს, რომ განახორციელეს პროექტი

tea комментирует...

ხათუნა,
სასიამოვნოა, რომ მოგეწონა ჩვენი ბლოგი. შევეცდები ცვლილებები შევიტანო ბლოგში.
თეა